ახალი ამბები
"აიდგილარამ" ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების "პარლამენტიდან" გაწვევისკენ მოუწოდა
აფხაზურმა ოპოზიციურმა პარტია "აიდგილარამ" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას "პარლამენტიდან" ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გადაცემის შესახებ შეთანხმების გაწვევისკენ მოუწოდა.
პარტიაში მიჩნევენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერმა "თავისი დაუფიქრებელი მოქმედებებით ქვეყანაში ვითარება უპრეცედენტო სამოქალაქო დაძაბულობამდე მიიყვანა ყველა მიმართულებით", მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, წერს "ეხო კავკაზა".

"რესპუბლიკაში ანტირუსული საპროტესტო განწყობების დაწყების წარუმატებელმა მცდელობებმა უკვე გამოიწვია მორიგი შიდა პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის შიგნით და შექმნა დაძაბულობის წერტილები რუსეთის ფედერაციასთან", - ნათქვამია განცხადებაში.

"აიდგილარა" ასევე მოითხოვს "აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის" გადადგომას და პოლიტიკური შეხედულებების განურჩევლად, "პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული" ახალი "მთავრობის" ფორმირებას. 
განცხადებაში ასევე საუბარია რუსეთთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის აფხაზური კომისიის შექმნის აუცილებლობაზე, "რომელიც აიბღის და შავი ზღვის საკითხებზე იმუშავებს".

განცხადებაში ასევე საუბარია რუსეთთან საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის აფხაზური ნაწილის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც "აიბღას და შავი ზღვის საკითხებზე იმუშავებს".

ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აქტუალობა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის დადებული შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენამ შესძინა.

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი. შეთანხმებას "პარლამენტის" მხრიდან რატიფიცირება სჭირდება.

ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის 49 წლიანი იჯარით. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებს მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგ გამოდის, რასაც სოციალურ ქსელში ორგანიზებული კამპანიით გამოხატავს.




Print