რეგიონი
სოხუმში ასლან ბასარიას მანქანას ესროლეს
სოხუმში, არძინბას ქუჩაზე, წუხელ ცეცხლი გაუხსენს კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ყოფილი დირექტორის ასლან ბასარიას ავტომობილს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბასარიას ავტომობილს ცეცხლსასროლი იარაღი გამვლელი მანქანიდან ესროლეს.

,,ათი დღის წინ Apsny Khabar-ის გადაცემაში ასლან ბასარიამ ისაუბრა საზოგადოებაში საპროტესტო განწყობებზე ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით, ქვეყნის სუვერენიტეტის საფრთხეებზე, რომელიც დაკავშირებულია ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის, ასევე ენერგეტიკული ინდუსტრიის ლიბერალიზაციისა და უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის საკითხების გამო.'', - წერს "ნუჟნაია გაზეტა".

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Print