რეგიონი
სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ენმ და გახარიას პარტია მონაწილეობას არ მიიღებს
სენაკში, თეკლათისა და ჭალადიდის სამაჟორიტარო ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ. მათი თქმით, ცესკო-ს მიერ შუალედური არჩევნების დანიშვნა არალეგიტიმურია და “ქართულ ოცნებას” მარტო ტოვებენ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას უკვე “წაგებულ ბრძოლაში” მონაწილეობის მიღება არ სურს.

ცესკო-მ შუალედური არჩევნები სენაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში მას შემდეგ დანიშნა, რაც ენმ-დან მაჟორიტარმა მანდატი და საკრებულო დატოვა. ოპოზიცია ფაქტს ზეწოლას უკავშირებს.

ამავე თემაზე:

სენაკის არჩევნებთან დაკავშირებით სასამართლომ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა
Print