რეგიონი
წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს
დღეს, წალენჯიხაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის პირველი ნაკადის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ორგანიზატორებმა აკადემიის 28 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადასცეს, მათგან 5 კი სხვადასხვა კომპანიაში დასაქმდება. 

წალენჯიხაში "მეგობართა საზოგადოების" მხარდაჭერით IT სკოლა მაისში გაიხსნა.

აკადემიის მეორე ნაკადის რეგისტრაცია დღეს დაიწყო, სასწავლო წელი კი სექტემბერში განახლდება.

Print