ახალი ამბები
სასამართლოს გადაწყვეტილებით სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე არ ჰყავს
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს. აღნიშნული გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა "ქართული ოცნების" სარჩელი, რომლითაც მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის, გიორგი გახარიას პარტიის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და კომისიების არჩევის შესახებ განკარგულებების გაუქმებას ითხოვდა.

ამ მოცემულობით სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ხელახლა უნდა აირჩიონ. ამ ეტაპზე წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ აქვს. "ქართული ოცნება" 16 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები. რამდენიმე კვირის წინ მანდატი დატოვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ვახტანგ წურწუმიამ, რის გამოც თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში პარტია "საქართველოსთვის" და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს.
Print