ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს
28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 35, 40, სანაპირო რაიონებში კი 32, 37 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები მოსახლეობას ტყის ხანძრების მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებითაც აფრთხილებენ.

"ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტყის ხანძრების გაჩენის რისკს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Print