ახალი ამბები
კალიას გავრცელების არეალი გაფართოებულია - ნიკოლოზ მესხი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ მესხის განცხადებით, კალიების გავრცელების არეალი გაფართოვდა. როგორც მესხმა ჟურნალისტებს განუმარტა, ამ ეტაპზე იტალიური და მაროკოული კალიები მომრავლდა.

„ბოლო წლებში, გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მავნებლის გავრცელების არეალი გაფართოვდა და ამჟამად აღნიშნული მავნებელი გვხვდება კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში. საუბარია ორ სახეობაზე, ეს არის იტალიური და მაროკოული კალია. სააგენტო სპეციალიზირებული ტექნიკის გამოყენებით ახორციელებს ამ ორი სახეობის საწინააღმედეგო ღონისძიებებს. მოცემული მომენტისთვის, 150 000 ჰექტარზე განვახორციელეთ მონიტორინგი და ჩვენი ჯგუფები მუდმივ რეჟიმში აფიქსირებენ მავნებლის გავრცელებს კერებს, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება უშუალოდ ღონისძიებების ჩატარების შესახებ. ამ დროისთვის, 93000 ჰექტარი არის უკვე დამუშავებული,”- განაცხადა მესხმა.

Print