საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 2022-23 სასწავლო წლისთვის ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1297 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ბულიას თქმით, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ყველა დაწესებულებაში შეუფერხებლად დაიწყება. მათ შორის ქალაქის პირველ და მე-12 საჯარო სკოლებშიც, სადაც ამ დრომდე
სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სწავლა ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში 15 სექტემბრიდან დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები