ახალი ამბები
ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1300-მდე პირველკლასელი წავა
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 2022-23 სასწავლო წლისთვის ზუგდიდის საჯარო სკოლებში 1297 პირველკლასელი დარეგისტრირდა. ცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ბულიას თქმით, სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ყველა დაწესებულებაში შეუფერხებლად დაიწყება. მათ შორის ქალაქის პირველ და მე-12 საჯარო სკოლებშიც, სადაც ამ დრომდე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სწავლა ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში 15 სექტემბრიდან დაიწყება.
Print