ახალი ამბები
სიცხე და ძლიერი ქარი უახლოეს დღეებში შენარჩუნდება - სინოპტიკოსები
მომდევნო სამი დღის განმავლობაში სამეგრელოში ძლიერი სიცხე და ქარი იქნება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში უთხრეს. სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, 40 გრადუსს მიაღწიოს. ამასთან, ძლიერი ქარის გამო, როგორც სინოპტიკოსი ამბობს, მაღალია ტყის ხანძრის გაჩენის რისკი.

"აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს და სიცხესთან ერთად, ცხადია, ზრდის ტყის ხანძრის კერების გაჩენის რისკს. ასეთი სიძლიერის არა, თუმცა ქარი იქნება მესტიაშიც, ტემპერატურა 35 გრადუსამდე აიწევს", - თქვა ნოორაძემ.

მსგავსი ამინდი ქვეყნის მასშტაბით თვის ბოლომდე იქნება.
Print
თეგები: ამინდი / სიცხე / ქარი /