ახალი ამბები
რუსეთში მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც 16 პირი დაიღუპა, სენაკელი მამაკაცი ემსხვერპლა
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევას სენაკელი შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ რამდენიმე კი მძიმე მდგომარეობაშია. ამავე ცნობით, ერთმანეთს მგზავრებით სავსე მერსედესის მარკის მიკროავტობუსი და ორი სატვირთო მანქანა შეეჯახა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილ მამაკაცს. 
Print