ახალი ამბები
სქურის გზაზე ავტოავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 ბავშვია
ჯგალში, სქურისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანია დაშავებული, მათგან 2 ბავშვია. ყველა მათგანი წალენჯიხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, თითქმის, ერთი
საათის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული.
Print