ახალი ამბები
სწავლის გაგრძელების მსურველი უკრაინელი მოსწავლეები სკოლებში კვლავ გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან
2022-2023 სასწავლო წელს უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში სწავლის გაგრძელების საშუალება ისევ ექნებათ. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მსურველები სკოლებში კვლავ გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

უწყების ცნობით, ამ დროის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში განათლებას 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს. აქედან, 900-ზე მეტი მოსწავლე სწავლას უკრაინულენოვან სექტორებზე აგრძელებს.

გარდა ამისა, სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინელ აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდების გარეშე, სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მათთვის სასურველ აკადემიურ პროგრამებზე გააგრძელონ.
Print