ახალი ამბები
აფხაზეთი მზადაა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს - ასლან ბჟანია
დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთი მზადაა შეუერთდეს რუსეთისა და ბელორუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს. ამის შესახებ მან რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა.

"ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის, ბელარუსის და სხვა ქვეყნების სამოკავშირეო სახელმწიფო, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. სამოკავშირეო სახელმწიფოს იდეა არის ახლოს აფხაზეთის ხალხთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება", - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, აფხაზეთს ესმის რუსეთის ფედერაციასთან ძლიერი ალიანსის აუცილებლობა იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, როცა "ერთპოლარული სამყარო დაინგრა".
Print