ახალი ამბები
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდა
გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აბაშის, სენაკის, მარტვილის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის მიერ დაგეგმილი დამატებით გაზიფიცირების სამუშაოები ამ ეტაპზე განხორციელდება:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიდინეძი, ორულუ;

​ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზემო ქვალონი, პატარა ფოთი, გვიმარონი, ჭითაუშქური და საალანიო-საფაჩულიო, მეორე გურიფული, პირველი გურიფული, გაღმა შუა ხორგა, გამოღმა შუა ხორგა, გამოღმა პირველი ხორგა, გაღმა პირველი ხორგა;

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხური-ხორგიში, გოლასკური, რეკა, ეკი, შრომისკარი, საადამიო, საგუნიო, საცხვიტიო;

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გაჭედილი, ტალერი, ეწერი;

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქოლობანი, ბულვანი;

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ზუმი.

შესაბამისი შესყიდვების საწყისი ღირებულება ჯამურად 15 მილიონ ლარს აღემატება.
Print