ახალი ამბები
სქურში დღეს ელექტრონული მუსიკის ფესტივალი იწყება
წალენჯიხის სოფელი სქური დღეს და ხვალ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს West Wind უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი და უცხოელი დიჯეები დაუკრავენ. 

ბილეთების შეძენა მსურველებს tkt.ge-ზე 50, ადგილზე კი 80 ლარად შეუძლიათ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გაყიდულია ონლაინ ბილეთების 75%-ზე მეტი.

ფესტივალზე მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები დაიშვებიან.
Print