ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ სენაკელ გელა გოგიას საქართველოში სავარაუდოდ ხვალ ჩამოასვენებენ
54 წლის ქართველ მებრძოლს გელა გოგიას საქართველოში, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ. მისი ახლობლების ინფორმაციით, დღეს სენაკელი ჯარისკაცის პანაშვიდი ქალაქ დნეპრში, ფერისცვალების ტაძარში გადაიხადეს და მას თანამებრძოლები დაემშვიდობნენ. მოგვიანებით ცხედარს ჯერ კიევში, შემდეგ კი პოლონეთის გავლით საქართველოში ჩამოასვენებენ. 

"სამოქალაქო ომიდან მოყოლებული, ყველგან იბრძოდა. რამდენჯერმე მძიმედ დაიჭრა. უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო ინსტრუქტორიც. ბოლოს ასე ამბობდა, თქვენ რომ განახათ, როგორ იბრძვიან 18 წლის ბიჭები, ჩემი შვილების ასაკის, ქალებიც, იარაღს აიღებდით და მათ გადაეფარებოდითო", - უთხრა "ათინათს" დაღუპულის ოჯახის ახლობელმა.

გელა გოგია კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა. 


Print