ახალი ამბები
100%-იანი გრანტი ზუგდიდში 30-მა მოსწავლემ მიიღო
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ზუგდიდის კერძო და საჯარო სკოლების 30-მა მოსწავლემ 100%-იანი გრანტი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი, 11 მოსწავლე მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, 9 კი პირველი საჯარო სკოლიდანაა. 

სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე აბიტურიენტების რაოდენობა სკოლების მიხედვით ასეთია:

ზუგდიდის №3 საჯარო სკოლა - 1;

ზუგდიდის №5 საჯარო სკოლა - 1;

ზუგდიდის №6 საჯარო სკოლა - 1;

ზუგდიდის №7 საჯარო სკოლა - 1;

ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - 1;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლა - 1;

პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა - 1;

ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზია "ჯიჯი" – 1;

ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია - 1;

ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის #11 საჯარო სკოლა - 1;

უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების ჩარიცხვებისა და გრანტების განაწილების შესახებ ინფორმაცია გუშინ გამოაქვეყნდა.


შენიშვნა:
აღნიშნული მონაცემები რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორებმა მიაწოდეს. მათი განმარტებით, ციფრები შესაძლოა ზუსტი არ იყოს, რადგან ნაწილმა, ყველა მოსწავლესთან დაკავშირება ვერ მოახერხა. ნაწილმა კი ჩვენთვის აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება არ ისურვა. 


მასალა შესაძლოა განახლდეს.
Print