ახალი ამბები
მენჯის ყოფილი სანატორიუმი ისევ აუქციონზე იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სენაკის სოფელ მენჯში არსებულ 180 524 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს ელექტრონული აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ღირებულება 1 752 500 ლარია. 

საპრივატიცაზიო პირობად განსაზღვრულია, რომ შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიაზე 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს.

გასულ წელს ქონება გასაყიდად 4-ჯერ გაიტანეს. ბოლო აუქციონი უპირობო იყო.


ამავე თემაზე: 

კურორტ მენჯის ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე მეოთხედაც ვერ გაიყიდა


ფოტო: ლიკა ჭკუასელი


Print