ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთში მერძევეობით დაინტერესებულ ფერმერებს თანადაფინანსების მიღება შეეძლებათ - RDA
​სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მერძევეობის მიმართულებით დაინტერესებულ ფერმერებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მიღების საშუალება ეძლევათ. ამავე ცნობით, პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:

რძის პირველადი წარმოება - შენობა-ნაგებობისა და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;

ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება - მანქანა-დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების თანადაფინანსება;


ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის - არაუმეტეს 100 კვ.მ სათბურის მოწყობის თანადაფინანსება;

მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მოწყობა (არაუმეტეს 5 კვტ სიმძლავრე);

სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების/სისტემების დანერგვა;

არსებული ბიზნეს საქმიანობები:

რძის შემგროვებელი პუნქტი - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება;

რძის გადამამუშავებელი საწარმო - სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-დანადგარებისა და არსებული შენობა-ნაგებობის მოდერნიზება/რემონტის თანადაფინანსება.


პროგრამა ხორციელდება შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

განაცხადების მიღება 12 სექტემბრიდან დაიწყება.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/merdzeveoba


Print