ახალი ამბები
ზეგ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში შენარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ამავე ცნობით, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს გადააჭარბოს.

4 სექტემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.
Print