ახალი ამბები
სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის მიცემის და სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევებმა იმატა
2022 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის (51.35%), სამსახურებრივი სიყალბის (32.26%) და ქრთამის მიცემის (33.33%-ით) ფაქტები. ამის შესახებ ოფიციალურ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. კერძოდ, იანვარ-ივლისში სამსახურებრივი გულგრილობის - 56, სამსახურებრივი სიყალბის - 41 და ქრთამის მიცემის - 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ 7 თვეში სამოხელეო დანაშაულის 346 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 23.12% ანუ 80 შემთხვევა გაიხსნა. 2021 წლის იანვარ-ივლისში კი ამ სახის დანაშაულის 378 ფაქტი აღირიცხა და მათგან 79, ანუ 20.9% გაიხსნა.

შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის იანვარ-ივლისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან 62 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების; 137 - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, 21 - ქრთამის აღების შემთხვევა დაფიქსირდა.


წყარო: https://www.bpn.ge/
Print