ახალი ამბები
ზვიად ქარჩავამ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორის თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნულს ზვიად ქარჩავა თავადვე ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალებზე საუბარი არ სურს. 

"ათინათის" ინფორმაციით, ის მუშაობას სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში (DMO) გააგრძელებს. 

დაახლოებით 1 თვის წინ ზვიად ქარჩავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა,რომლის კომენტარებში მას წარმატებებს უსურვებენ და გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ბაღის ადმინისტრაცია მისი სახით კომპეტენტურ კადრს კარგავს. მაშინ ქარჩავამ  გვიპასუხა, რომ 1-ელ სექტემბრამდე შვებულებაშია და უცნობია, განიხილება თუ არა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ის ამბობდა, რომ შესაძლოა სხვა პოზიციაზე გადასვლა შესთავაზონ, რასაც თვითონ არ დათანხმდება. მერიის პრესსამსახურში მხოლოდ მისი შვებულებაში გასვლის ფაქტი დაადასტურეს.

"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორად ის 2016 წლის აგვისტოდან მუშაობდა.


ამავე თემაზე: 

ტოვებს თუ არა თანამდებობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი
Print