ახალი ამბები
აფხაზეთში მთავარ სანიტარულ ექიმს პროკურატურა ეძებს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის განაცხადებით, ივლისის ბოლოს გაუჩინარებული "აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი ლუდმილა სკორიკი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ქონების მითვისებაში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით".

უწყების ცნობით, "გენერალური პროკურატურის" საგამოძიებო განყოფილებამ სკორიკის საპროცესო შემოწმება დაიწყო. აუდიტის ჩატარების საფუძველი გახდა "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციულ დეპარტამენტთან ერთად განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები".

მოკლე მოხსენებაში ნათქვამია, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების კომპლექსი, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის თანამშრომლებისა და სხვა პირების გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტური მონაცემების დადგენას.

აფხაზური მედიის თანახმად, ის ფაქტი, რომ ლუდმილა სკორიკი სამუშაო ადგილზე 25 ივლისიდან არ იმყოფებოდა, აგვისტოს დასაწყისში გახდა ცნობილი. აფხაზეთის "ჯანდაცვის სამინისტრომ" მაშინ განაცხადა, რომ შიდა შემოწმებას ატარებდნენ.

აუდიტის შედეგების მიხედვით, პროცედურული გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებას უახლოეს მომავალში მიიღებენ. 

8 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 25 ივლისიდან სამუშაო ადგილიდან რესპუბლიკის სეს-ის მთავარი სანიტარული ექიმის, ლუდმილა სკორიკის არყოფნის გამო შიდა შემოწმებას ატარებდა.



Print