ახალი ამბები
უამინდობა 8 სექტემბრამდე გაგრძელდება - გარემოს ეროვნული სააგენტო
8 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 21-26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

8 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 9 სექტემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
Print