ახალი ამბები
გაგრაში ორი ტურისტი დაიხრჩო, მესამე კი მაშველებმა გადაარჩინეს
გაგრის აკვატორიაში, დღეს დილით, რუსეთის ორი მოქალაქე დაიხრჩო. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
33 და 37 წლის მამაკაცები ტიუმენის ოლქიდან და მოსკოვიდან იყვნენ აფხაზეთში ჩასულები.

უწყების ცნობით, დღესვე საგანგებოს თანამშრომლებმა ერთი ტურისტი გადაარჩინეს დახრჩობას. უფის მცხოვრები მამაკაცი გაგრის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


Print