ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ სენაკელ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ
უკრაინაში დაღუპულ 54 წლის გელა გოგიას სენაკში საგვარეულო სასაფლაოზე დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობს. გელა გოგიას ცხედარი საქართველოში 3 სექტემბერს ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლი 26 აგვისტოს უკრაინაში, კრამატორსკის მიმდებარედ, ალყაში მოხვედრისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას მეუღლე და 2 შვილი დარჩა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
Print