ახალი ამბები
სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის ფასმა მილიონით დაიკლო
სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის ნაწილი, რომელიც ელექტრონულ აუქციონზე რამდენჯერმე გავიდა, ამჯერად 3 მილიონი ღირს. ამასთან უცვლელია პირობა, რომლის მიხედვითაც მყიდველმა 3 წლის განმავლობაში 2 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, სასტუმროს ან/და კომერციული ფართის მოწყობისთვის. შემძენს ექნება შესაძლებლობა არასაცხოვრებელ ფართზე მანსარდული ტიპის მეოთხე სართული დააშენოს.

ზვიად გამსახურდიას გამზირისა და რუსთაველის ქუჩის კვეთაზე განთავსებული ობიექტის ნაწილი კერძო პირების მიერაა პრივატიზებული. მუნიციპალიტეტს კი გასაყიდად შენობის I, II და III სართულზე განთავსებული 2 359 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გააქვს. ბოლოს მისი ფასი 4 მილიონს შეადგენდა.
Print