ახალი ამბები
ანაკლიაში კულტურის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე ამჯერად 1 მილიონ ლარად გაიტანეს
ანაკლიის ცენტრში 5 585 კვ.მ ფართობის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, რომელშიც ადრე სოფლის კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისმა ღირებულებამ 250 ათასი ლარით დაიწია და ამჯერად 1 მილიონს შეადგენს.

აუქციონი კვლავ პირობიანია და მომავალმა მფლობელმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში დამატებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენებისთის შემდეგი ობიექტებია ნებადართული: მრავალფუნქციური შენობა, სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა, კვების სავაჭრო და საოფისე  ობიექტი; კულტურის, სოციალური, ჯანდაცვისა და სასპორტო ობიექტი; სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის დაწესებულება; სასტუმრო; ადმინისტრაციული ობიექტი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი; გასართობი დაწესებულება, რომლის დანიშნულება მისი დასაშვებობის საშუალებას იძლევა; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; სავაჭრო ცენტრი.

აუქციონი 30 სექტემბერს დასრულდება.
Print