ახალი ამბები
ზუგდიდში 6 საპატიო მოქალაქეს გამოავლენენ და დააჯილოდებენ
ზუგდიდში, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ღონისძიება გაიმართება, რომელზეც 6 საპატიო მოქალაქეს გამოავლენენ. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, 3 მათგანი დაჯილდოვდება როგორც საპატიო ზუგდიდელი, სამი კი როგორც ზუგდიდის საპატიო მოქალაქე. მერიაში რადიო "ათინათს" უთხრეს, რომ განაცხადების მიღება შესაბამისი ჯგუფებისგან უკვე დაწყებულია და საპატიო მოქალაქეებს საგანგებოდ შერჩეული ჟიურის წევრები გამოავლენენ.

"სამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ პირი ზუგდიდში იყოს აუცილებლად რეგისტრირებული. სწორედ ეს სამი ადამიანი გახდება საპატიო ზუგდიდელი, დანარჩენი სამი კი ზუგდიდის საპატიო მოქალაქე", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

რაც შეეხება დაჯილდოებას, ამ წოდების მიმღები პირებისთვის ქალაქის სიმბოლური გასაღებებისა და საპატიო წოდების აღმნიშვნელი მედლების დასამზადებლად მერიამ 4 165 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

ზუგდიდში საპატიო მოქალაქეების გამოვლენისა და დაჯილოდების ტრადიციას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა.

ამავე თემაზე:

დეკანოზი ფრიდონ ასათიანი, თენგიზ ცერცვაძე, ბონდო ჯიქია - ვინ გახდა 2020-2021 წლების საპატიო ზუგდიდელი

დავით ქირია, ზური კუპრეიშვილი, მარინე წულეისკირი და რეზო ჩხეიძე საპატიო ზუგდიდელები გახდნენ (ფოტო)

ნონა გაფრინდაშვილს საპატიო ზუგდიდელის სტატუსი მიენიჭა
Print