ახალი ამბები
ზუგდიდის პირველი სკოლის მოსწავლებისთვის სასწავლო წელი 26 სექტემბერს დაიწყება
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი სასწავლო სასწავლო წელი 26 სექტემბერს დაიწყება. ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ზუგდიდის მერიისა და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით მიიღეს.

"22-23 სექტემბერს უკვე დასრულებული იქნება ყველა სახის სარებილიტაციო სამუშაო და მზად იქნება სკოლის შენობა მოსწავლეების მისაღებად. ამიტომ გადაწყდა, რომ აქ სწავლა 26 სექტმებერს განახლდება", - აღნიშნა მამუკა ბულიამ.

დღის ბოლომდე გადაწყდება, როდის განახლდება სასწავლო პროცესი მეთორმეტე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვისაც.

საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი ხვალ, 15 სექტმბერს იწყება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არ განახლდება - რესურსცენტრი
Print