ახალი ამბები
6 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 255 შემაკავებელი ორდერი გაიცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის განმავლობაში აღრიცხული ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით სამეგრელო-ზემო სვანეთში ჯამში 255 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

მსხვერპლის სტატუსი 177 ქალსა და 47 მამაკაცს მიენიჭა. მოძალადეთა შორის 170 მამრობითი სქესისაა, 45 კი ქალია.

ოჯახში ძალადობის სახეებს შორის ყველაზე მეტი ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებია - ჯამში 236 ფაქტი. ამასთან, გამოვლენილია ფიზიკური ძალადობის 48, უგულებელყოფის 2 და იძულების 1 შემთხვევა.

Print