ახალი ამბები
სოხუმში ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის" პრესსამსახურის ინფორმაციით, 15-დან 27 სექტემბრის ჩათვლით სოხუმში ანტიტერორისტული წვრთნები ჩატარდება.

ამავე ინფორმაციით, წვრთნები სოხუმის საზღვაო პორტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

დე ფაქტო უწყება მოსახლეობას მოუწოდებს არ აყვეს პანიკას და ცრუ ჭორებს, ხოლო "სახელმწიფო" დაწესებულებებს და მიმდებარე სახლების მცხოვრებლებს, გამოიჩინონ სიფხიზლე და სიფრთხილე.




Print