ახალი ამბები
წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა
წალენჯიხაში, სოფელ ნაგურუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი დაიღუპა. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადაიჩეხა და ადგილზე დაიღუპა.

დაღუპული 55 წლამდე ასაკის ქალი ერთ-ერთი სკოლის დირექტორია.

შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.
Print