ახალი ამბები
მარტვილში ერთ-ერთი ოჯახიდან სესხად აღებული 20 000 ლარი მოიპარეს
მარტვილის სოფელ სერგიეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 20 ათასი ლარი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, თანხა ოჯახმა სესხის სახით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"ათინათის" ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
Print