რეგიონი
"ერთად ვუგულშემატკივროთ კვარას" - სკეიტ პარკში "ნაპოლი-მილანის" თამაშის პირდაპირი ტრანსლაციაა დაგეგმილი
მაყურებლებსა და გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი გუნდის გულშემატკივრობა კვირას ზუგდიდის სკეიტ პარკში ერთად შეეძლებათ.

ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სერია A-ს ერთ-ერთი მატჩის "ნაპოლი-მილანის" თამაშის პირდაპირი ტრანსლირებაა დაგეგმილი.

მატჩი 22:45 წთ-ზე დაიწყება.

მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია, Setanta Sports-ის დაგეგმილი კამპანიების ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Print