რეგიონი
ჯვარში სკვერისთვის უკრაინაში გმირულად დაღუპული ალიკა ცაავას სახელის მინიჭება სურთ
ჯვარში, ერთ-ერთი პარკისთვის უკრაინაში დაღუპული მეომრის ალიკა ცაავას სახელის მინიჭება სურთ.

შესაბამისი ინიციატივით ადგილობრივ თვითთმართველობას ქალაქში მერის წარმომადგენელმა ირაკლი ხარჩილავამ მიმართა. მისივე თქმით, მებრძოლის სახელის მინიჭება პარკისთვის ადგილობრივ მოსახლეობასაც სურს. ხარჩილავა დასძენს, რომ სკვერში საჭირო ინვენტარიც განთავსდება.

41 წლის ალიკა ცაავა უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას 16 აპრილს შეეწირა. ის ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
Print