ახალი ამბები
ზუგდიდში ერთ-ერთ გზაჯვარედინზე შუქნიშნის გამართვას ითხოვენ
კოსტავას და ნიკოლაძის ქუჩის მცხოვრებლები მათი ქუჩების კვეთაზე არსებული შუქნიშნის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივების ინფორმაციით, შუქნიშანი ხშირად არის გაუმართავი, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის. მათივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არაერთი ავარია მოხდა, რა დროსაც ადამიანები დაშავდნენ, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

"გუშინაც იყო ავარია და ქალი დაშავდა. ვინც შეესწრო, ამბობდნენ სანამ აქეთ ჩაქრა მწვანე, იქით უკვე აინთოო და ორი მანქანა შეეჯეხა ერთმანეთს. ასეთი შემთხვევები იყო უამრავი", - ამბობს ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.

ადგილობრივებმა შესაბამისი წერილით მერიას მიმართეს, რის შედეგადაც პრობლემა დროებით მოგვარდა, თუმცა შუქმნიშნის გაუმართაობას მაინც სისტემატიური სახე აქვს. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საკითხის დროული მოგვარებისკენ მოუწოდებს.

თავის მხრივ ზუგდიდის მერიაში გვიპასუხეს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება, რამდენიმე დღის წინ, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უზრუნველყო, თუმცა, თუ რაიმე სახის ხარვეზი დაფიქსირდა, შესაბამისი სამსახურის მიერ ისევ გადამოწმება.

Print