ახალი ამბები
ხვალიდან დასავლეთ საქართველოში იწვიმებს
21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, უახლოესი დღეებიდან ტემპერატურაც მკვეთრად დაიკლებს.

"24 სექტემბრამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლი 24-25 სექტემბერს +17, +22 გრადუსამდე დაიკლებს", - აცხადებენ სინოპტიკოსები.
Print