რეგიონი
ხვალ ასლან ბჟანია ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უშიშროების საბჭოს სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება, ინფორმაციას "პრეზიდენტის" ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, შევედრას ასლან ბჟანია უხელმძღვანელებს.

„დღის წესრიგშია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების შემუშავების საკითხი”, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, ე.წ.უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ დააანონსა.

Print