რეგიონი
ენგურის ხიდთან აფხაზეთში ქართველების გენოციდის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
აფხაზეთი-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდის მიმდებარედ აფხაზეთში ქართველების გენოციდის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმში სახელწოდებით „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფო“ნაჩვენები და მონათხრობია ის დანაშაულები, რომელიც რუსეთმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის განხორციელებისას ჩაიდინა.

ფილმის ჩვენებას ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, პარტიის წევრები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.

ორგანიზატორების თქმით, 26 სექტემბერს, სოხუმის დაცემის წინა დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ამ ფილმის ჩვენება სიმბოლურია.

დოკუმენტური ფილმი ევროპული საქართველოს, ამომრჩეველთან განათლების საზოგადოების, ტაბულას, თავისუფალი უნივერსიტეტისა და აფხაზთა კრების ორგანიზატორობით გაიმართა.
Print