ახალი ამბები
სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა
დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.

საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების მერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ სიმბოლურად სანთლები დაანთეს და აფხაზეთის ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. "ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ" მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. ქართული მხარის მიერ ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.



Print