ახალი ამბები
ზუგდიდის საპატიო მოქალაქეებს შორის მეუფე გერასიმეცაა - ვინ გახდა საპატიო ზუგდიდელი
2022 წლის ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები და საპატიო ზუგდიდელები დაასახელეს დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში. ცერემონიაზე 6 საპატიო ზუგდიდელი და ზუგდიდის საპატიო მოქალაქე დააჯილდოეს.
მეუფე გერასიმე, პროფესორი, წლების განმავლობაში თბილავიამშენის გენერალური დირექტორი პანტიკო თორდია, პოეტი რაულ ჩილაჩავა  ზუგდიდის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. ყოფილი ფეხბურთელი ზაურ ბულია, ექიმი ზაურ შეროზია და ფილოლოგ-კავკასიოლოგი, დადიანების მუზეუმის ყოფილი დირექტორი ლილი ბერაია საპატიო ზუგდიდელის ტიტულით სარგებლობენ.

მათ ქალაქის სიმბოლური გასაღებებისა და საპატიო წოდების აღმნიშვნელი მედლები გადაეცათ.
Print