რეგიონი
გალელები შიშობენ, რომ, შესაძლოა, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობამ ენგურის ხიდი ჩაკეტოს
ბოლო დღეებში გაიზარდა ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები იმ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ენგურის ხიდის გავლით ცდილობს. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, უმეტესობა მათგანი მამაკაცია და გალში სახლების დატოვების მიზეზი მოლოდინია, რომ, შესაძლოა, დე ფაქტო მთავრობამ მობილიზაცია ოკუპირებულ რეგიონშიც გამოაცხადოს.

მიუხედავად იმისა, რომ გალის მცხოვრებლებს მედიასთან ამ თემაზე საუბარი არ სურთ, არსებობს ასევე ინფორმაცია ენგურის ხიდის შესაძლო ცალმხრივი ჩაკეტვის შესახებაც.

დე ფაქტო მთავრობა კი ამ ეტაპზე მობილიზაციას არ აცხადებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ ომში წამსვლელი მოხალისეების რაოდენობა იზრდება. ჩვენი ინფორმაციით, გაწვევა ამ ეტაპზე ეხება აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს.

Print