ახალი ამბები
ევროკავშირი გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში - ევროკომისიის პრესსპიკერი
ევროკავშირი მკაცრად გმობს აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლას და ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

"ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პიროვნებას, ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავამატო, შემიძლია, დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", – აღნიშნა პიტერ სტანომ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში გუშინ ჩავიდა და ასლან ბჟანიას ბიჭვინთაში შეხვდა. 


ამავე თემაზე: 

არ გვაწუხებს მესამე ქვეყნების რეაქცია ლუკაშენკოს ვიზიტზე - ინალ არძინბა

ლუკაშენკოს "ვიზიტი" არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - პრემიერი

მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში - სალომე ზურაბიშვილი

აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება, მას დახმარება სჭირდება - ლუკაშენკო ბიჭვინთაში ჩავიდა

ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში ასლან ბჟანიას ხვდება
Print