ახალი ამბები
ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის მეათე სკოლა ნიკო კეცხოველის პრემიის გამარჯვებულია
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022- ის გამარჯვებული ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა გახდა. გამარჯვებულებს სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის ფულადი ჯილდო 5 ათასი ლარი გადასცეს.

3 გამარჯვებულ სკოლას საჩუქრად ტრენინგების სესია ჩაუტარდება.

გარდა ამისა, ორგანიზატორების ინფორმაციით, დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბები და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული ზუგდიდის #4 საჯარო სკოლა გახდა. სკოლის ეკოკლუბის მომხსენებლები ერთი დღით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გახდებიან. ილიაუნის რჩეულად კი სხვა სკოლებთან ერთად კახათის #1 საჯარო სკოლა დასახელდა და წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 150 ლარიანი ვაუჩერები გადაეცა.

ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 32 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.
გარემოსდაცვითი კონკურსის ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემის CENN პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.








Print