რეგიონი
ხვალ სენაკში 2 307-მა ამომრჩეველმა მაჟორიტარი ორი კანდიდატიდან უნდა აირჩიოს - ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია
ხვალ, 2022 წლის პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ცესკოს ინფორმაციით, სამივე უბანზე სულ 2 307 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

აღნიშნულ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს.

მათ არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ, რადგან ოპოზიციურმა პარტიებმა შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

თეკლათი-ჭალადიდის მაცხოვრებლების წარმომადგენლობის მიღებას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ზაზა ყურაშვილი და მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ წევრი მამუკა ტუსკაძე ეცდებიან.

ცესკო-მ შუალედური არჩევნები სენაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში მას შემდეგ დანიშნა, რაც ენმ-დან მაჟორიტარმა მანდატი და საკრებულო დატოვა. ოპოზიცია ფაქტს ზეწოლას უკავშირებს.


ამ მოცემულობით სენაკის საკრებულოში თავმჯდომარე ხელახლა უნდა აირჩიონ. ამ ეტაპზე წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ აქვს. "ქართული ოცნება" 16 დეპუტატით არის წარმოდგენილი, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები.





Print