ახალი ამბები
3 ოქტომბრიდან ზუგდიდში ავტობუსების მგზავრები თანხას მხოლოდ ელექტრონულად გადაიხდიან
ზუგდიდის ააიპ მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 ოქტომბრიდან, ორშაბათიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უქმდება სალარო აპარატებით (ხურდა ფულით) მგზავრობის საფასურის გადახდა.

ამავე ცნობით, მგზავრებს თანხის გადახდა ავტობუსებში მხოლოდ ელექტრონული სისტემით შეეძლებათ. საუბარია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბარათსა და სამგზავრო ბარათზე - "ზუგდიდი ქარდი".

აღნიშნული ბარათის შეძენა კი რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციაზე ჩარიცხვის აპარატების მეშვეობითაა შესაძლებელი.


ფოტო: მუნიციპალური ტრანსპორტი



Print