რეგიონი
მაჟორიტარობის კანდიდატი: ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას
სენაკში, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატი ზაზა ყურაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” საკრებულოში მყარ უმრავლესობას შექმნის.

“ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მე დღეს ხმა მივეცი სენაკის განვითარებას და იმ ყველაფრის დასრულებას, რაც საბოტაჟის სახით ვრცელდებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სენაკში. დღევანდელი შედეგით ჩვენ დავადასტურებთ და შევქმნით ყველა პირობას იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქნეს წარმართული, როგორც ჩვენ საკრებულოს გვაქვს ჩამოყალიბებული. ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას. ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას, რადგან პრაქტიკულად დამარცხებისთვის იყვნენ განწირული”, - აღნიშნა ყურაშვილმა მასე შემდეგ, რაც ხმა მისცა.

ამ მოცემულობით სენაკის საკრებულოში უმრავლესობა არცერთ პარტიას აქვს. გამარჯვების შემთხვევაში საკრებულოში ყველაზე მეტი მმართველი გუნდის წარმომადგენელი იქნება.
Print