ახალი ამბები
სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ხმათა 96,68 პროცენტი ქართული ოცნების კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა ხმების 96,68%  მიიღო.

,,არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან გარემოში, რაც შეეხება შედეგებს, პრაქტიკულად აღფრთოვანებული ვარ. შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამარჯვებას ისედაც ველოდით, მაგრამ პროცენტულმა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა'', - განაცხადა ზაზა ყურაშვილმა. 

,,სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ, არჩევნებში ხმათა მხოლოდ 3,32%  მიიღო.

„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა. სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბიმისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა. ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია. ხმების 3,32% - 33 ხმა მიიღო „მამუკა ტუსკაძე - სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ. ხმების 96,68% - 962 ხმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება.

ამავე თემაზე:

ენმ-ს წევრმა სენაკის საკრებულო დატოვა

სასამართლოს გადაწყვეტილებით სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე არ ჰყავს

სენაკში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს - ISFED

სენაკში საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ენმ და გახარიას პარტია მონაწილეობას არ მიიღებს

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატი წარადგინა

სენაკში, თეკლათი-ჭალადიდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

მაჟორიტარობის კანდიდატი: ჩვენ შევქმნით მყარ უმრავლესობას

მაჟორიტარობის კანდიდატი: არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობს

ედიშერ ბაღათურია: შესაძლოა, სენაკის საკრებულოს ბოიკოტი გამოვუცხადოთ













Print